შემოუერთდი „თ&რ დისტრიბუშენის“ გუნდს!
ვერ იპოვეთ თქვენთვის სასურველი პოზიცია? გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: hr@trd.ge და ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას მომავალი შესაძლებლობებისთვის.
კომერციული კონტრაქტებისა და ანალიტიკის მენეჯერი
ატვირთე CVძირითადი მოვალეობები:
** კომერციული ხელშეკრულებების ეფექტური მართვა: მომზადება, ადმინისტრირება და არქივირება;
** სავაჭრო პარტნიორებთან შეთანხმებული პირობების კონტროლი;
** ფინანსურ-სტრატეგიული ანალიტიკის უზრუნველყოფა;
** ბაზრისა და კონკურენტების შესახებ მონაცემების მონიტორინგი და ანალიზი;
** გაყიდვების ყოველდღიური მონაცემების მოწოდება რეგიონების, სავაჭრო არხის და დასახელების მიხედვით;
** ბაზრის დინამიკის შესწავლა, ტრენდების და კონკურენტების აქტივობის ანალიზი, შესაბამისი რეპორტების მომზადება და ციკლური დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
** გაყიდვების, ფასდაკლებების, ბონუსებისა და შესყიდვების მონაცემების ანალიზი;
** მონაცემთა ბაზების მართვა კონტრაქტების და კომერციული პირობების შესახებ;
** თანამშრომლობა იურიდიულ, ფინანსურ და გაყიდვების დეპარტამენტებთან;
** სხვადასხვა ანალიტიკური რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ - 18:00 სთ;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილო, რ. აბრამიშვილის ქ. 2
** ტრანსპორტი ქალაქის ცენტრიდან სამსახურამდე და უკან ორგანიზებულია
** ანაზღაურება (ფიქსირებული): 3 500 ლ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** რეპორტინგისა და ანალიტიკის უნარები;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა
** MS Excel, PowerPoint - მაღალ დონეზე
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** გუნდური მუშაობის, დროის მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე: hr@trd.ge
გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.