T&R DISTRIBUTION

შემოუერთდი „თ&რ დისტრიბუშენის“ გუნდს!

ვერ იპოვეთ თქვენთვის სასურველი პოზიცია? გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: hr@trd.ge და ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას მომავალი შესაძლებლობებისთვის.

FMG/Power BI-ს მონაცემთა აღრიცხვისა და კონტროლის სპეციალისტი

ატვირთე CV
მისამართი

თბილისი, როსტომ აბრამიშვილის ქ. N2

სამუშაო გრაფიკი

ორშაბათი-შაბათი, 10:00 სთ - 18:00 სთ

ძირითადი მოვალეობები:

** სადისტრიბუციო და საბუღალტრო მონაცემების უწყვეტი, დეტალური დამუშავება;
** მომწოდებლებთან/პარტნიორებთან რეპორტინგი;
** საბანკო ანგარიშების (TBC/BOG) და Pocket-ის სისტემის ყოველდღიური ოპერატიული მონიტორინგი, ჩარიცხული და ნაღდი თანხების ჩამოტვირთვა/ასახვა ობიექტების ბლოკირების თავიდან ასაცილებლად და უწყვეტი მომარაგების უზრუნველსაყოფად;
** დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების პერიოდული შედარება და ურთიერთშედარების აქტების მომზადება (მოთხოვნის შესაბამისად);
** გაყიდვების წარმომადგენლების დღიური ანგარიშების (რეალიზაცია, დაბრუნება, გადახდები) დამუშავება, სადისტრიბუციო პროგრამაში გადმოტანა და RS.ge-ს პორტალთან შედარება;
** დამუშავებული მონაცემების (რეალიზაცია, დაბრუნება, შიდა მოძრაობა, გადახდები) გადატანა საბუღალტრო პროგრამაში;
** დისტრიბუტორების მიერ ატვირთული შეკვეთებისა და სასაქონლო ზედნადებების (დაზიანება, დანაკლისი, დაკეტილი ობიექტი და ა.შ.) ოპერატიული კორექტირება;
** სხვადასხვა ორგანიზაციიდან ელ-ფოსტით მიღებული შეკვეთების სადისტრიბუციო პროგრამაში ასახვა;
** გაყიდვების გუნდის მიერ დადასტურებული სააქციო ფასების ყოველდღიური განახლება/კორექტირება;
** მთავარი და ბორტის საწყობების ყოველდღიური დილის მონიტორინგი, ხარვეზების იდენტიფიცირება და საწყობის წარმომადგენლებთან კოორდინაცია;
** სასაწყობე ნაშთებში არსებული ცდომილებების აღმოჩენასა და გასწორებაში საწყობის პერსონალის დახმარება;
** თვის ბოლოს სადისტრიბუციო პროგრამასა და საბუღალტრო პროგრამაში არსებული სასაწყობე ნაშთების ინდივიდუალური შედარება;
** ყოველდღიური გაყიდვების რეპორტის მომზადება;
** ყოველი თვის ბოლოს სასაწყობე ნაშთის შედარებული და დაზუსტებული მონაცემების დამუშავება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი (სასურველია ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მონაცემთა ანალიზის მიმართულებით).
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (დისტრიბუციის / FMCG სექტორში).
** FMG სადისტრიბუციო და საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** Power BI ცოდნა მაღალ დონეზე;
** შემოსავლების სამსახურის (RS.ge) პორტალის კარგად ცოდნა;
** MS Excel-ის ფლობა მაღალ დონეზე.
** რეპორტინგისა და ანალიტიკის უნარები;
** გუნდური მუშაობის, დროის მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ - 18:00 სთ; (შაბათი მორიგეობით)
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილო, რ. აბრამიშვილის ქ. 2
(ტრანსპორტი ქალაქის ცენტრიდან ოფისამდე და უკან ორგანიზებულია)
** ანაზღაურება (ფიქსირებული) შეთანხმებით, გამოცდილებიდან გამომდინარე.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე: hr@trd.ge
გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.